სტამბოლი მნიშვნელოვან სამიტს მასპინძლობს

სამიტი ემინე ერდოღანის მასპინძლობით იმართება

2064475
სტამბოლი მნიშვნელოვან სამიტს მასპინძლობს

პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლე ემინე ერდოღანი დღეს, სტამბოლში უმასპინძლებს სამიტს თემაზე „ერთი გული პალესტინისთვის“, სადაც მრავალი სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების მეუღლეები და მრავალი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი დაესწრება.

შეხვედრა, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება.

პრეზიდენტ ერდოღანის მსგავსად, მისი მეუღლე, ემინე ერდოღანიც მნიშვნელოვან ძალისხმევას ეწევა ღაზაში დაღუპული პალესტინელი უდანაშაულო ბავშვების და დედებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად 11 ათასზე მეტი ადამიანის, მათ შორის ბავშვებისა და ქალების დაღუპვამ გამოიწვია ლიდერების მეუღლეების მობილიზება თურქეთის პირველი ლედის ემინე ერდოღანის ხელმძღვანელობით. პირველი ლედის, ემინე ერდოღანის ინიციატივით, გადაწყდა, რომ ლიდერების ცოლები სტამბოლში შეიკრიბებოდნენ და მსოფლიოს უდანაშაულო ღაზელი ხალხის გზავნილს მიაწვდიან.

შეხვედრაზე გამოვლინდება ძლიერი სოლიდარობა უდანაშაულო ღაზას მოსახლეობის ტანჯვის დასასრულებლად და კრიზისის მოსაგვარებლად.



მსგავსი ინფორმაციები