დღეს ათათურქის გარდაცვალებიდან 85 წელი შესრულდა...

დღეს ათათურქის გარდაცვალებიდან 85 წელი შესრულდა...

1904476
დღეს ათათურქის გარდაცვალებიდან 85 წელი შესრულდა...

დღეს ათათურქის გარდაცვალებიდან 85 წელი შესრულდა...

85 წელი გავიდა დიდი ბელადის, მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალებიდან, რომელმაც „თავისუფლება და დამოუკიდებლობა თავის ხასიათად“ გამოაცხადა და ერი ტყვეობიდან იხსნა.

რამდენიმე წუთით ადრე, სანამ მარადიული სიჩუმე ჩამოწვებოდა დოლმაბაჰჩეს სასახლის დერეფნებში გაისმა სიტყვები „შეხედე, ისტორია მიდის...“ და კალენდარი აჩვენებდა 1938 წლის 10 ნოემბერს, ათის ხუთი წუთი იყო.

რესპუბლიკის დამაარსებელი მუსტაფა ქემალ ათათურქი, 57 წლიანი ცხოვრების განმავლობაში, ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც მეთაური, რომელიც წარმატებით ხელმძღვანელობდა თურქი ერის განმანთავისუფლებელ ომს (1919-1923), არამედ როგორც გენიალური სახელმწიფო მოღვაწე თავისი რევოლუციებით.

ანითქაბირში, სადაც თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის ნეშტი განისვენებს, მისი გარდაცვალების 85 წლისთავი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით ოფიციალური ცერემონიით აღინიშნა.

ერდოღანმა ათათურქის მავზოლეუმი გვირგვინით შეამკო. 09:05 საათზე, როდესაც 85 წლის წინ ათათურქი გარდაიცვალა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას, შემდეგ კი ეროვნული ჰიმნი შესრულდა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ანითქაბირის სპეციალურ წიგნში შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: „ძვირფასო ათათურქ, ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ არ შევასრულებთ ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ოცნებებს, არ დავნებდებით თავდასხმებს, განვაგრძობთ ბრძოლას მტკიცედ“.

ათათურქის ხსოვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით 09:05 საათზე მოქალაქეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.



მსგავსი ინფორმაციები