ჰაქან ფიდანმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

ჰაქან ფიდანმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

2058217
ჰაქან ფიდანმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ანკარაში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს X სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში შეხვედრებთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ჰაქან ფიდანმა, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე მარკო მიკელსონი, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი და ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი დედაქალაქ ანკარაში მიიღო.

მეორეს მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაქან ფიდანმა სატელეფონო საუბარი გამართა მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრ, აბდულ კადირთან. სატელეფონო საუბრის დროს, პალესტინაში მიმდინარე მოვლენები იქნა განხილული.


საკვანძო სიტყვები: #ანკარა , #შეხვედრები , #ჰაქან ფიდანი

მსგავსი ინფორმაციები