მსოფლიო ლიდერები თურქეთს რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავენ

მსოფლიო ლიდერები თურქეთს რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავენ

2057361
მსოფლიო ლიდერები თურქეთს რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთს, რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა.

პუტინმა გავრცელებულ მისალოც მესიჯში თქვა: „გასულ საუკუნეში თქვენმა ქვეყანამ გადალახა მრავალი სირთულე და მიაღწია აღიარებულ წარმატებებს ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა სფეროებში. თურქეთს აქვს დამსახურებული მაღალი პრესტიჟი მსოფლიო არენაზე.“

პუტინმა მისალოც მესიჯში, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა:  „ძვირფასო მეგობარო (ერდოღან), მინდა მიიღოთ ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების ასი წლისთავთან დაკავშირებით. გასული საუკუნის განმავლობაში თქვენმა ქვეყანამ გადალახა მრავალი სირთულე და მიაღწია აღიარებულ წარმატებებს ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა სფეროებში. თურქეთი სამართლიანად სარგებლობს მაღალი პრესტიჟით მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა კარგ შედეგს იძლევა, დიდი ერთობლივი პროექტები სისტემატურად ხორციელდება. მოსკოვი და ანკარა წარმატებით თანამშრომლობენ რეგიონული და გლობალური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს ორი ქვეყნის მეგობარი ხალხების საკეთილდღეოდ და უფრო სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის მშენებლობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ გაუმჯობესებას ყველა ასპექტში“.

თურქეთს რესპუბლიკის 100 წლისთავს ულოცავს უზბეკეთის პრეზიდენტიც:

შავქათ მირზოევი გავრცელებულ მისალოც მესიჯში აღნიშნავს: „ბატონო პრეზიდენტო, (რეჯეფ თაიფ ერდოღან) თქვენთან ერთად ჩვენ სრულად განვახორციელებთ ყველა ძირითად პროექტს და პროგრამას, რომლებზეც შევთანხმდით და მივაღწევთ ჩვენი ხალხების საერთო განვითარების უზრუნველსაყოფად“.

ბელარუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკო: „თურქეთმა 100 წლის განმავლობაში მიაღწია დიდ წარმატებას პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. გილოცავთ რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.“

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO): „შემოგვიერთდით, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს მოკავშირე თურქეთის 100 წლის იუბილეს.“

თურქეთს, სახელწიფოს 100 წლისთავი მიულოცა ასევე, კატარმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და სხვა ქვეყნებმა.



მსგავსი ინფორმაციები