სტამბოლში პალესტინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

ერდოღანი: „უკრაინაში დაღუპულების გამო ცრემლებს ღვრიდით, ღაზაში დაღუპული ბავშვებისთვის ხმას რატომ არ იღებთ“?

2057143
სტამბოლში პალესტინის სოლიდარობის აქცია გაიმართა
istanbul filistin mitingi.jpg
istanbul filistin mitingi.jpg
istanbul filistin mitingi.jpg
erdogan filistin miting.jpg

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც დუმან იმის შესახებ, რაც ხდება ღაზას სექტორში, რომელსაც ისრაელი უკვე 3 კვირაა ბომბავს, მოუწოდა და აღნიშნა: „უკრაინაში დაღუპულების გამო ცრემლებს ღვრიდით, ღაზაში დაღუპული ბავშვებისთვის ხმას რატომ არ იღებთ“?

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება, სტამბოლში, პალესტინის სოლიდარობისთვის გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ხვალ ისინი თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ რა, დღეს, ისინი ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დამწუხრებული არიან.

„ჩვენ ღაზაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დამწუხრებული ვართ. ჩვენ გვაწუხებს ჩვენი ძმების პრობლემები, რომლებმაც გული და თვალები ჩვენსკენ მოაპყრეს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ არა მხოლოდ ვგმობთ ღაზაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას, არამედ ვიცავთ საკუთარ დამოუკიდებლობას და მომავალს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჰამასი არ არის ტერორისტული ორგანიზაცია. რა იყო ღაზა, პალესტინა 1947 წელს, რა არის დღეს? ო, ისრაელ, როგორ მოხვდი აქ? როგორ მოხვდი? შენ ხარ დამპყრობელი, შენ ხარ ორგანიზაცია. ისინი, ვინც გუშინ უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ნიანგის ცრემლებს ღვრიდნენ, დღეს ჩუმად უყურებენ ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს. ყველამ იცის, რომ ისრაელი რეგიონში მხოლოდ პაიკია, რომელსაც მსხვერპლად შეწირავენ, როცა დრო დადგება. რაც შეეხება დასავლეთს, მთელი ძალით უჭერს მხარს ისრაელს. ო დასავლეთო, მე გიხმობ შენ. გინდა ისევ დაიწყო ნახევარმთვარე-ჯვაროსნული ლაშქრობა? თუ თქვენ ამას ცდილობთ, იცოდეთ, რომ ეს ერი არ მომკვდარა. ახლა ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ისრაელი მსოფლიოში ომის დამნაშავედ გამოვაცხადოთ.“

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაზე ისრაელის უწყვეტი თავდასხმების შედეგად 7 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები