შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლი მეჯლისის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეგზავნა

შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლი მეჯლისის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეგზავნა

2055923
შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლი მეჯლისის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეგზავნა

შვედეთის ნატოში გაწევრიანების ოქმის შესახებ კანონპროექტი თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეგზავნა.

ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში შვედეთის მიერთების პროტოკოლის დამტკიცების შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ ნუმან ქურთულმუშმა და გადაეცა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს.

პროტოკოლის დასაბუთებაში ნათქვამია, რომ ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც განაცხადი შეიტანეს ალიანსში ერთად გაწევრიანებაზე, განსაზღვრეს როგორც ნატოს ორი უახლოესი პარტნიორი და რომ ორმა ქვეყანამ ალიანსთან ყოვლისმომცველი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა განახორციელა განაცხადის გაკეთებამდე პერიოდში და რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული საშუალებებით და შესაძლებლობებით გამოირჩევიან.

იქვე ნათქვამია, რომ მათ შეიტანეს მასშტაბური წვლილი ნატოს სხვადასხვა ოპერაციებსა და მისიებში ამ შესაძლებლობებით, რომლებსაც აქვთ მაღალი დონის თავსებადობა მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან.

„ფინეთმა და შვედეთმა, რომლებიც ორივე ევროკავშირის წევრია და დიდი ხნის განმავლობაში ატარებდნენ ნეიტრალიტეტის პოლიტიკას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, დაასრულეს თავიანთი ეროვნული გადაწყვეტილების მიღების პროცესი რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის შემდეგ და ოფიციალურად მიმართეს ნატოს წევრობაზე 2022 წლის 18 მაისს. პროცესის წინსვლის მიზნით, ჩვენ ვთხოვეთ ფინეთს და შვედეთს გადაედგათ კონკრეტული ნაბიჯები უსაფრთხოების შესახებ ჩვენი ლეგიტიმური შეშფოთების გადასაჭრელად, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლასა და სანქციებისა და შეზღუდვების მოხსნაზე თავდაცვის ინდუსტრიის ექსპორტზე“. - ნათქვამია დასაბუტებაში


საკვანძო სიტყვები: #შვედეთი , #ნატო , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები