ჰაქან ფიდანი კატარში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

ჰაქან ფიდანი კატარში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

2055357
ჰაქან ფიდანი კატარში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი კატარში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.   

საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატარში ვიზიტის ფარგლებში ჰაქან ფიდანი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ და საგარეო საქმეთა მინისტრ, შეიხ მუჰამედ ბინ აბდურაჰმან ალ თანის და ემირს, შეიხი თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდება.

შეხვედრებზე განიხილება ორმხრივი ურთიერთობები, განსაკუთრებით თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მეცხრე შეხვედრისთვის მზადება, რომელიც უახლოეს პერიოდში დოჰაშია დაგეგმილი.

ასევე, განიხილება მოსაზრებები რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებზე, განსაკუთრებით პალესტინაში არსებულ უახლეს ვითარებაზე.



მსგავსი ინფორმაციები