პრეზიდენტი ერდოღანი: „ვგმობ თავდასხმის დამნაშავეებს, რომელიც გენოციდს უტოლდება“

პრეზიდენტი ერდოღანი: „ვგმობ თავდასხმის დამნაშავეებს, რომელიც გენოციდს უტოლდება“

2052849
პრეზიდენტი ერდოღანი: „ვგმობ თავდასხმის დამნაშავეებს, რომელიც გენოციდს უტოლდება“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოთქვა თავისი რეაქცია ისრაელის მხრიდან ღაზაში საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმაზე და აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ არ შეასრულა დაკისრებული პასუხისმგებლობა.

„ვგმობ ამ თავდასხმის დამნაშავეებს, რაც წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ და წარმოადგენს ღაზას მოსახლეობის გენოციდს“.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შესახებ განცხადება გააკეთა.

„ისრაელ-პალესტინას შორის არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ. ასევე, ეგვიპტის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით რეგიონს მივაწოდეთ ჰუმანიტარული დახმარების მასალებით სავსე 3 თვითმფრინავი. ჩვენ ვაგრძელებთ დახმარების ხელის გაწოდებას ღაზას დაჩაგრული ხალხისთვის, რომლებიც 17 წელია ბლოკადაში ცხოვრობენ. დასავლური ქვეყნები, რომლებიც არ ტოვებენ ფერფლს მწვადზე, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ამ შემთხვევაში ცეცხლზე ნავთის დასხმის გარდა სხვა ნაბიჯები არ გადაუდგიათ. საერთაშორისო მედია ორგანოები ფაქტიურად შევიდნენ რბოლაში, რათა გაათეთრონ ადამიანების ხოცვა მათი თვალთმაქცობით და პუბლიკაციებით“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები