რეჯეფ თაიფ ერდოღან-რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რეჯეფ თაიფ ერდოღან-კირიაკოს მიცოტაკისს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2051712
რეჯეფ თაიფ ერდოღან-რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
erdoğan miçotakis.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან სატელეფონო საუბარი გამართა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს, ლიდერებმა განიხილეს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ამჟამინდელი მდგომარეობა, პოლიტიკა, რომელიც უნდა გატარდეს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად და მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გადასაჭრელად გადაუდებელი ზომები.

სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებმა, თურქეთის მიერ ღაზაში ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს მხარი დაუჭირონ და პროვოკაციული ნაბიჯებისგან, რომლებიც ამძაფრებს კრიზისს, თავი შორის უნდა დაიკავონ.

მერეს მხრივ, პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან კირიაკოს მიცოტაკისთან.

სატელეფონო საუბრის დროს, მათ განიხილეს მოსაზრებები ბევრ შემაშფოთებელ მოვლენებზე, განსაკუთრებით ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტებსა და რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყველა ღონეს ხმარობს ამ კონფლიქტური პროცესის დასასრულებლად, რომელსაც შესაძლოა უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოჰყვეს რეგიონულ და გლობალურ მასშტაბებზე და ასე გააგრძელებს.



მსგავსი ინფორმაციები