პალესტინის საკითხზე პრეზიდენტ ერდოღანის დიპლომტია

პალესტინის საკითხზე პრეზიდენტ ერდოღანის დიპლომტია

2049681
პალესტინის საკითხზე პრეზიდენტ ერდოღანის დიპლომტია

 

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აწარმოებს ინტენსიურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასასრულებლად. ამ კონტექსტში ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა იორდანიის მეფე აბდულა II-ს, ალჟირის პრეზიდენტ აბდულმეჯიდ ტებუნს და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.

პრეზიდენტი ერდოღანი ჯერ იორდანიის მეფე აბდულა II-ს ესაუბრა ტელეფონით.

მათ განიხილეს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი და  რეგიონში წარმოქმნილი ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად გადასადგმელი ნაბიჯები, ასევე ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას რეგიონულ და გლობალურ დონეზე სიმშვიდის დასამყარებლად.

საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ სიფხიზლე უნდა იქნას გამოჩენილი კონფლიქტების რეგიონში გავრცელების შესაძლებლობის წინააღმდეგ. მისი თქმით, თურქეთი მზადაა ნებისმიერი მხარდაჭერისთვის, მათ შორის შუამავლებისთვის, რათა შეწყდეს დაძაბულობა.

მოგვიანებით ერდოღანი ალჟირის პრეზიდენტ აბდულმეჯიდ ტებუნს ესაუბრა. მათ დეტალურად განიხილეს ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტური პროცესი.

პრეზიდენტმა ერდოღანმა საუბრისას განაცხადა, რომ მიზანია დაძაბულობის დასრულება, რეგიონის სხვა ქვეყნებში გავრცელდების გარეშე და მოლაპარაკებების გზით სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად გზის გახსნა. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთის გულწრფელი და მშვიდობიანი ძალისხმევისთვის ელიან საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნების მხარდაჭერას.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდთან გამართა სატელეფონო საუბარი.

საუბრისას განიხილეს ისრაელ-პალესტინას შორის არსებული კონფლიქტების ფარგლებში განვითარებული მოვლენები.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა დაიწყო მცდელობები თავდასხმების შედეგად დაზარალებული უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდებისთვის და რომ სამოქალაქო დასახლებების დაბომბვა მიუღებელია და მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ქვეყნებმა კონსტრუქციული გზავნილები გაავრცელონ კონფლიქტის დასასრულებლად.



მსგავსი ინფორმაციები