თურქეთმა KFOR-ის სარდლობა გადაიბარა

თურქეთმა KFOR-ის სარდლობა გადაიბარა

2049322
თურქეთმა KFOR-ის სარდლობა გადაიბარა
kfor komutasi turkiye.jpg
kosova kfor.jpg

24 წლის შემდეგ თურქეთმა, ნატოს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების (KFOR) სარდლობა 1 წლით გადაიბარა. გადაცემის ცერემონია, პრიშტინაში KFOR-ის შტაბ-ბინაში გაიმართა.

ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა, JFC ნაპოლის მეთაურმა ადმირალმა სტიუარტ მუნკმა გასული წლის განმავლობაში კოსოვოში KFOR-ის ქვედანაყოფების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მუნკის გამოსვლის შემდეგ იტალიელმა გენერალ-მაიორმა ანჯელო მიქელე რისტუჩიამ ნატოს დროშა KFOR-ის ახალ მეთაურს, გენერალ-მაიორ ოზქან ულუთაშს გადასცა.

თავის გამოსვლაში ულუთაშმა თქვა, რომ თურქი ჯარისკაცები კოსოვოში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად 1999 წლიდან მუშაობენ.

ცნობისათვის, KFOR-ი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 4500 სამხედრო პერსონალით 27 ქვეყანაში ემსახურება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.



მსგავსი ინფორმაციები