პრეზიდენტი ერდოღანი ანტონიო გუტერესს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი ერდოღანი ანტონიო გუტერესს ტელეფონით ესაუბრა

2049099
პრეზიდენტი ერდოღანი ანტონიო გუტერესს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დიპლომატია პალესტინასთან დაკავშირებით გრძელდება. პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერესთან

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

„პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერესთან. სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა და გენერალურმა მდივანმა გუტერესმა განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ფარგლებში და შეფასდა რა შეიძლება გაკეთდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის რეგიონში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის თურქეთის შუამავლობით. სატელეფონო საუბრის დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაპროპორციული თავდასხმები სიტუაციას კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანს. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მხარეებმა თავშეკავებულად იმოქმედონ და იმპულსური ნაბიჯებისგან თავი შეიკავონ“.



მსგავსი ინფორმაციები