მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა დღის წესრიგის შესახებ შეფასებები გააკეთა

მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა საშინაო და საგარეო დღის წესრიგის შესახებ შეფასებები გააკეთა

2048492
მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა  დღის წესრიგის შესახებ შეფასებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესახებ განაცხადა: „მინდა განვაცხადო, რომ როგორც თურქეთი, ჩვენ მზად ვართ ყველა სახის შუამავლობისთვის, მათ შორის ტყვეების გაცვლისთვის, თუ მხარეები ამას მოითხოვენ“.

მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა საშინაო და საგარეო დღის წესრიგის შესახებ შეფასებები გააკეთა.

ერდოღანმა განაცხადა: ”რეგიონში არ იქნება მშვიდობა, დამოუკიდებელი, სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გარეშე 1967 წლის საზღვრებით, რომლის დედაქალაქი იერუსალიმი იქნება და ექნება გეოგრაფიული მთლიანობა.”

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ არ ვეთანხმებით არც ისრაელის და არც პალესტინის ტერიტორიებზე არც ერთი უდანაშაულო ადამიანის სისხლის დაღვრას“. - განაცხადა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა მხარეებს ასევე შეახსენა, რომ არსებობს „ომის წესები და მორალი“ და თქვა:

„ღაზის განადგურება საჰაერო და სახმელეთო შეტევებით, მეჩეთების დაბომბვა და უდანაშაულო ბავშვების, ქალების, მოხუცების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა კატეგორიულად მიუღებელია. სამართლიან მშვიდობას დამარცხებული არ ჰყავს. მინდა განვაცხადო, რომ როგორც თურქეთი, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სახის შუამავლობისთვის, მათ შორის ტყვეების გაცვლისთვის, თუ მხარეები ამას მოითხოვენ. ჩვენ ვთხოვთ ისრაელს, შეწყვიტოს პალესტინის მიწების დაბომბვა და პალესტინელებს კი, შეწყვიტონ ისრაელში სამოქალაქო დასახლებების შევიწროება. ჩვენ ასევე ვამზადებთ ჰუმანიტარულ დახმარებას მიწოდებისთვის, რომელიც დასჭირდება ღაზის მოსახლეობას”. - თქვა პრეზიდენტმა.

ჰამასის სამხედრო ფრთამ, ალ-კასამის ბრიგადამ შაბათს გამოაცხადა, რომ დაიწყო მასშტაბური შეტევა ისრაელზე სახელწოდებით "აქსას წარღვნა", ღაზიდან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაისროლეს და შეიარაღებული ჯგუფები რეგიონის დასახლებებში შევიდნენ.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყო ღაზას სექტორის წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები“.

დაძაბულობის ესკალაციას ორივე მხრიდან ასობით მსხვერპლი მოჰყვა.



მსგავსი ინფორმაციები