პრეზიდენტმა ერდოღანმა პალესტინა-ისრაელის საკითხი შეაფასა

პრეზიდენტმა ერდოღანმა პალესტინა-ისრაელის საკითხი შეაფასა

2047945
პრეზიდენტმა ერდოღანმა პალესტინა-ისრაელის საკითხი შეაფასა

პალესტინა-ისრაელის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ კონფლიქტები რაც შეიძლება მალე შეწყდეს და ბოლო მოვლენებთან ერთად გამწვავებული დაძაბულობა შემცირდეს.

აღნიშნული განცხადება, პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლში, გუშინ იეშილქოიში, სირიული უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„პალესტინის საკითხი არის ჩვენი რეგიონის პრობლემების საფუძველი. თუ ეს საკითხი სამართლიანად არ მოგვარდება, რეგიონში მშვიდობისკენ მისწრაფება შეუძლებელია. ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ პალესტინა-ისრაელის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტით იქნება შესაძლებელი. ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი პალესტინის რესპუბლიკის ჩამოყალიბება, რომლის დედაქალაქიც გახლავთ იერუსალიმი, გარდაუვალია. პალესტინის საკითხი საერთაშორისო სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას, სისხლისღვრას და პრობლემების გაღრმავებას გამოიწვევს.

მან ბოლოს კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა უფრო მეტი დაძაბულობის, სისხლისღვრის შეჩერების და კონფლიქტების შეწყვეტისთვის მასზე დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს.



მსგავსი ინფორმაციები