აქტუალური თემის ანალიზი 58-2023

ტერორისტული თავდასხმისა ანკარაში და პროპაგანდის პრევენცია

2047375
აქტუალური თემის ანალიზი 58-2023

აქტუალური თემის ანალიზი 58-2023

ტერორისტული თავდასხმისა ანკარაში და პროპაგანდის პრევენცია

2023 წლის 1 ოქტომბერს ანკარაში პოლიციის სამმართველოს გენერალური დირექტორატის წინააღმდეგ PKK-ს ტერორისტული თავდასხმის მცდელობა უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხების გარდა, ორგანიზაციის პროპაგანდისა და სტრატეგიული კომუნიკაციის პროცესების პრევენციის თვალსაზრისითაც უნდა განიხილებოდეს. ტერორისტული თავდასხმის შემდეგ საზოგადოება, ისევე როგორც უსაფრთხოების ინსტიტუტები ებრძვიან შოკსა და გაურკვევლობას. უსაფრთხოების სააგენტოებისა და დაზვერვის სამსახურის პერსპექტივიდან, სტანდარტული საოპერაციო პროცედურები საკმაოდ ნათელია. თუმცა, უსაფრთხოებისა და დაზვერვის პროცესების ეფექტურად გამოყენება და თავდასხმის შემდეგ ტერორიზმის ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება და მყისიერი პროპაგანდის წინააღმდეგ სტრატეგიული კომუნიკაციის განხორციელება ინტეგრირებულია ერთმანეთთან. რადგან ასეთ მოვლენებზე სწრაფმა რეაგირებამ შეიძლება განსაზღვროს არა მხოლოდ უშუალო შედეგები, არამედ ეროვნული უსაფრთხოებისა და სოციალური ჯაჭვის გრძელვადიანი კურსი. მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საჭიროებს სასწრაფო ყურადღებას ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, არის ტერორისტული პროპაგანდის პრევენცია თავდასხმისთანავე. ამ ეტაპზე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროპაგანდის თავიდან ასაცილებლად.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

ტერორისტული თავდასხმის შემდგომ ქაოტურ მომენტებში მთელი საზოგადოების ყურადღება ამ მოვლენაზეა მიპყრობილი. საინფორმაციო გამოშვებები იბრძვიან დეტალების მოსაპოვებლად, მოწმეები ყვებიან თავიანთ გამოცდილებას და საზოგადოება ცდილობს ტრაგედიის გაგებას. თითქმის შეუძლებელია პროცესის კონტროლი სოციალური მედიის ურთიერთქმედების არეალში, რომელიც მყისიერია და ხშირად არ შეიცავს ზუსტ ინფორმაციას. ექსპერტები აკეთებენ მყისიერ ანალიზს იმ შეზღუდული ინფორმაციით, რაც მათ აქვთ; ჩვეულებრივი მომხმარებლები აზიარებენ ემოციებზე დაყრდნობით, ხოლო ინტერესთა ჯგუფები, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ქაოტური გარემოდან, ქმნიან ურთიერთქმედების ქსელს, რომელიც მანიპულირებს პროცესს და გამოიწვევს დაბნეულობას. სწორედ ამ მომენტს ეძებს ტერორისტული ორგანიზაცია გამოიყენოს დაბნეულობა და გაზრდილი ემოციები თავისი მიზნების მისაღწევად.

თავდასხმის შემდეგ პროპაგანდის პრევენციის აქტუალობა კრიტიკული ეტაპია რადიკალიზაციის პრევენციის თვალსაზრისით. ექსტრემისტული შინაარსის ზემოქმედებამ თავდასხმისთანავე შეიძლება მოახდინოს ემოციურად დაუცველი პიროვნებების რადიკალიზაცია ან პასუხების ძიება. ამ სიტუაციის პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია რადიკალიზაციის ციკლის შესაჩერებლად. ტერორისტული პროპაგანდა ხშირად ადიდებს თავდამსხმელებს, წარმოაჩენს მათ, როგორც ეგრეთ წოდებულ „გმირებს“. ამ სიტუაციამ შეიძლება შთააგონოს რადიკალიზაციის პროცესში მყოფი პირები, განახორციელონ მსგავსი თავდასხმები, რაც მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას.

ფაქტობრივად, 1 ოქტომბრის თავდასხმიდან სულ რამდენიმე დღეში, ტერორისტულმა ორგანიზაცია, PKK-მ გამოიყენა მსგავსი მეთოდი სოციალურ მედიაში ცოცხალი ურთიერთობის ზონის შესაქმნელად და შეეცადა თავისი ტერიტორიის გაფართოებას თავდასხმის გზით. სოციალური მთლიანობის დაცვა არის მიზანი, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული თავდასხმის შემდეგ. ტერორისტული პროპაგანდა მიზნად ისახავს ფსიქოლოგიური შეშფოთების გაღრმავებას საზოგადოებებში განხეთქილებისა და უთანხმოების შექმნით. ამ ნარატივის დაპირისპირება თავდასხმისთანავე გადამწყვეტია სოციალური ერთიანობისა შესანარჩუნებლად. საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პროცესი კონტრპროპაგანდის პრევენციის მიზნით თავდასხმის შემდგომი პროცესის მართვის თვალსაზრისით. ამიტომ ზუსტი ინფორმაცია და ღია კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პროპაგანდის საშუალებით გავრცელებულმა დეზინფორმაციამ ან ჭორებმა შეიძლება გამოიწვიოს პანიკა ან არასწორი ქმედებები. თურქეთმა  ბოლო წლებში დანერგა კომუნიკაციების დირექტორატი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ჭეშმარიტი ინფორმაციისგან ყალბი ინფორმაციის გამიჯვნაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია ოფიციალური ინფორმაციის არაოფიციალური ინფორმაციით ჩანაცვლება, სოციალური მედიის სიმძლავრის გათვალისწინებით, სწრაფი რეაქცია ხელს უშლის პროპაგანდის გავრცელებას. ამიტომ, ტერორისტულ საფრთხესთან ეფექტური ბრძოლის მიზნით, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ტერორისტული პროპაგანდის პრევენციას და სტრატეგიული კომუნიკაციების მართვას ტერორისტული თავდასხმების ფონზე.

ტერორისტული პროპაგანდის პრევენცია იწყება იმის აღიარებით, რომ ჩვენ იდეების ომში ვართ. გამარჯვებისთვის აუცილებელია კონტრდისკურსების აგება, რომელიც არა მხოლოდ ექსტრემისტულ იდეოლოგიებს დაუპირისპირდება, არამედ იმედის, ტოლერანტობისა და მშვიდობის ალტერნატიულ ხედვას შესთავაზებს. ეს კონტრნარატივები უნდა იყოს დამაჯერებელი, ემოციურად რეზონანსული და მიმართული ექსტრემისტული გავლენისადმი ყველაზე მგრძნობიარე აუდიტორიისთვის. უფრო მეტიც, ეს ომი არ არის ისეთი, რომლის ბრძოლაც რომელიმე ორგანიზაციას შეუძლია მარტო. წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობები, სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტები, ტექნოლოგიური კომპანიები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოება იმოქმედებენ ერთად საფრთხესთან საბრძოლველად.

როგორც 1 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში ჩანს, ზოგიერთი მედია პლატფორმის ღია კოდის სურათების გაზიარება მათ მაყურებლებთან ან მიმდევრებთან არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ.

მედიის გარდა, ტექნოლოგიურ კომპანიებს აქვთ პასუხისმგებლობა აღმოაჩინონ და დროულად ამოიღონ ექსტრემისტული შინაარსი მათი პლატფორმებიდან. თუმცა, დღეს, ტექნოლოგიური კომპანიების მყისიერი რეაგირების შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. მაშინაც კი, თუ თურქეთში ამ საკითხზე სამართლებრივი რეგულაციები არსებობს, პრობლემები მაინც არის მათ ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამ სფეროში სრულყოფილად წარმატებული არავინ არ არის. რადგან სუსტი სოციალური ცნობიერება ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. ამ ეტაპზე აუცილებელია განათლების სფეროს და არასამთავრობო ორგანიზაციების გადახედვა. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია სრულფასოვანი პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ სად იწყება და მთავრდება ინდივიდუალური პასუხისმგებლობა სოციალურ მედიაში. ძალიან სასარგებლო იქნება ეროვნული განათლების სამინისტროს მხრიდან მეტი პროექტების განხორციელება სოციალური მედიის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც ახალი რეალობაა.



მსგავსი ინფორმაციები