გუშინ ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 2 პოლიციელი მსუბუქად დაშავდა

გუშინ ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 2 პოლიციელი მსუბუქად დაშავდა

2044728
გუშინ ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 2 პოლიციელი მსუბუქად დაშავდა

ტერაქტი დედაქალაქ ანკარაში...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ 2 ტერორისტმა, რომლებიც მსუბუქი მანქანით მივიდნენ უშიშროების გენერალური სამმართველოს კართან, ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქეს.

მინისტრის თქმით, შემთხვევის შედეგად 2 პოლიციელი მსუბუქად დაშავდა.

„ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, მეორე განეიტრალებული იქნა“. - თქვა მინისტრმა.

მომხდარზე გამოძიება ანკარის მთავარმა პროკურატურამ დაიწყო.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) თავმჯდომარემ ნუმან ქურთულმუშმა სოციალურ ქსელში გაკეტებულ განცხადებაში აღნიშნა:

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ჩვენს გმირ უსაფრთხოების ძალებს და ინსტიტუტებს, რომლებიც გადამწყვეტად იბრძვიან ტერორისტებისა და მათ უკან მყოფი ძალების გასანადგურებლად“.

ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა ასევე დაგმო ანკარაში მომხდარი ტერაქტი სოციალურ ქსელში გაკეთებულ პოსტში  და თქვა:

 „არც ერთი მცდელობა დაარღვიოს მშვიდობისა და ნდობის გარემო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ბრძოლის შედეგად დავამყარეთ, წარმატებული არ იქნება“.

იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჩმა ასევე განაცხადება გააკეთა სოციალური ქსელით და თქვა: „ეს თავდასხმები ვერ შეაფერხებს თურქეთის ბრძოლას ტერორიზმთან. ჩვენი ბრძოლა ტერორიზმთან კიდევ უფრო მტკიცედ გაგრძელდება. ამაში არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი".

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ასევე სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა თავდასხმის შედეგად დაშავებულ პოლიციელებს.

"ჩემს საუკეთესო სურვილებს ვუგზავნი ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალს და ჩვენს ერს. ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორმა ფაჰრეთინ ალთუნმა ასევე თავის განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ არასოდეს დავუშვებთ ტერორიზმმა მოახდინოს თურქეთის პოლიტიკის ფორმირება და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ ყველა სფეროში“.

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრესსპიკერმა ომერ ჩელიკმა ასევე განაცხადა: „ვგმობთ ტერორიზმს. ჩვენი ბრძოლა ტერორიზმთან მტკიცედ გაგრძელდება“.

რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) თავმჯდომარე ქემალ კილიჩდაროღლუმ კი აღნიშნა: „ტერორიზმი არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა ვისგან და საიდან მოდის, ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, როგორც ქვეყანა და არასოდეს მივცემთ შესაძლებლობას მოღალატეთა სურვილი შესრულდეს“.

ნაციონალური მოძრაობის პარტიის (MHP) თავმჯდომარემ დევლეთ ბაჰჩელიმ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განაცხადებაში აღნიშნა: "ტერორისტული ორგანიზაციები და მათი მხარდამჭერები ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზნებს, რაც არ უნდა გააკეთონ. ტერორიზმის ფესვი აღმოიფხვრება ეროვნული ერთიანობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით“.

İYİ პარტიის თავმჯდომარემ მერალ აქშენერმა კი თქვა: „მთელი გულით მადლობას ვუხდი ჩვენს გმირ პოლიციელებს, რომლებმაც გაანეიტრალეს თავდასხმა და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩვენს დაშავებულ პოლიციელებს“.


საკვანძო სიტყვები: #ტერაქტი , #ანკარა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები