ჰაქან ფიდანი ყაზახეთში იმყოფება

ჰაქან ფიდანი ყაზახეთში იმყოფება

2035414
ჰაქან ფიდანი ყაზახეთში იმყოფება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყაზახეთის ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის, მურათ ნურტლეუს მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ამ ქვეყანას ეწვია.

აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ვიზიტის ფარგლებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ძმასთან ყაზახეთთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განიხილება მიმდინარე რეგიონული და საერთაშორისო მოვლენები“.

ვიზიტის ფარგლებში ჰაქან ფიდანი შესაძლოა ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმაც მიიღოს.



მსგავსი ინფორმაციები