ერდოღან-ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ერდოღან-ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2035411
ერდოღან-ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.

სატელეფონო საუბარი, მაშინ შედგა, როდესაც პრეზიდენტი ერდოღანი იმყოფება ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, G20-ის ლიდერთა მე-18 სამიტზე. ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს აზრები გაცვალა რეგიონალურ საკითხებზე.

სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა ასევე განიხილეს, აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობები და ყარაბაღის რეგიონში ბოლოდროინდელი მოვლენები.



მსგავსი ინფორმაციები