მინისტრთა კაბინეტი დღეს დატვირთული დღის წესრიგით შეიკრიბება

მინისტრთა კაბინეტი დღეს დატვირთული დღის წესრიგით შეიკრიბება

2032985
მინისტრთა კაბინეტი დღეს დატვირთული დღის წესრიგით შეიკრიბება

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ, რუსეთში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ დღეს, მთავრობის სხდომას უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის სასახლეში, დღეს გამართულ შეხვედრაზე სოჭის შეხვედრა ყველა ასპექტით შეფასდება. ასევე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში განვითარებული მოვლენების გარდა, ეკონომიკაში ბოლო ვითარებაც განიხილება.

მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რუსეთ-უკრაინის ომის უახლესი მოვლენები, მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება, ანკარა-მოსკოვის ურთიერთობებზე მიღებული გადაწყვეტილებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები დეტალურად იქნება განხილული.

მეორეს მხრივ, პრეზიდენტ ერდოღანის დატვირთული საგარეო დიპლომატია იწყება. პრეზიდენტი ერდოღანი 9-10 სექტემბერს ინდოეთში G20-ის ლიდერთა სამიტს დაესწრება. შემდეგ ის გაემგზავრება შეერთებულ შტატებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც 17-21 სექტემბერს გაიმართება. პრეზიდენტი ერდოღანი, როგორც G20-ის ლიდერთა სამიტის ასევე, გაეროს გენერალურ ასამბლეის ფარგლებში მსოფლიო ლიდერებთან პირისპირ შეხვედრებსაც გამართავს.



მსგავსი ინფორმაციები