მინისტრი ფიდანი: ჩვენ ველით, რომ ერაყი ოფიციალურად აღიარებს PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად

მინისტრი ფიდანი: ჩვენ ველით, რომ ერაყი ოფიციალურად აღიარებს PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად

2027971
მინისტრი ფიდანი: ჩვენ ველით, რომ ერაყი ოფიციალურად აღიარებს PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად

 

საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაქან ფიდანის განცხადებიათ, ელიან, რომ ერაყი მეგობრობისა და ძმობის შესაბამისად PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად აღიარებს.

მინისტრმა ფიდანმა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფუად ჰუსეინთან ბაღდადში საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ფიდანმა განაცხადა, რომ ერაყელ კოლეგასთან შეხვედრაზე ძალიან მასშტაბური საკითხები განიხილეს და მათგან პირველი ტერორიზმთან ბრძოლაა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ვერ დარჩებიან გულგრილი ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის ერაყის სუვერენიტეტისადმი მუქარის მიმართ და თქვა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციამ PKK-მ, რომელიც ჩვენი საერთო მტერია (ერაყთან), მოწამლოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ PKK-მ ერაყის ბევრი სოფელი, მათ შორის სინჯარი, მაჰმური, კანდილი და სულეიმანიე დაიპყრო და რომ ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობს გააერთიანოს ეს ორი რეგიონი ტერორისტული დერეფნით, რომელიც დააარსა სირიასა და ერაყს შორის საზღვრების უგულებელყოფით.

მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა იმუშაოს ერაყთან ერთად ტერორიზმთან ბრძოლაში.



მსგავსი ინფორმაციები