პრეზიდენტა ერდოღანმა ნიგერში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტა ერდოღანმა ნიგერში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

2027452
პრეზიდენტა ერდოღანმა ნიგერში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოსავალი ჯერ არ არის მიღწეული ნიგერში, სადაც სამხედროებმა ძალაუფლება აიღეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა უნგრეთში ვიზიტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების დროს თვითმფრინავში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ნიგერში მიმდინარე მოვლენებიც შეფასა და აღნიშნა: „ნიგერში ჯერჯერობით გამოსავალი არ არის მიღწეული. ჩვენ ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვაკეთებთ აქცენტს იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ვითამაშოთ ჩვენი მთავარი როლი აქ. ვიმედოვნებთ, რომ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. იმედი მაქვს, რომ მეგობარი და მოძმე ქვეყანა ნიგერი რაც შეიძლება მალე მიაღწევს კონსტიტუციურ წესრიგს და დემოკრატიულ მმართველობას. დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური საზოგადოების (ECOWAS) მხრიდან ნიგერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიუღებელია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მალიმ და ბურკინა-ფასომ გააფრთხილეს, რომ ასეთი სამხედრო ინტერვენცია ნიგერში მათ წინააღმდეგ ომის დაწყება იქნება. სამხედრო ინტერვენცია ნიგერში ნიშნავს არასტაბილურობის გავრცელებას აფრიკის ბევრ სხვა ქვეყანაში. მჯერა, რომ ნიგერის ხალხი დაუდგება გვერდში დემოკრატიას და რაც შეიძლება მალე ჩაატარებს არჩევნებს. როგორც თურქეთი, ჩვენ, ნიგერის მეგობარ და მოძმე ხალხის გვერდში დგომას გავაგრძელებთ“.



მსგავსი ინფორმაციები