პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ უნგრეთში იმყოფებოდა

პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ უნგრეთში იმყოფებოდა

2026950
პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ უნგრეთში იმყოფებოდა

პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ უნგრეთში იმყოფებოდა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა. მას კარმელიტას მონასტერში, სადაც პრემიერის ოფისია განთავსებული, ვიქტორ ორბანი დახვდა.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიწვევით უნგრეთში გაემგზავრა უნგრეთის სახელმწიფოს დაარსების დღის აღნიშვნისა და მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად, რომელსაც უნგრეთი მასპინძლობს.

ბუდაპეშტის ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტ ერდოღანს დახვდნენ უნგრეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში იანოშ ბოკა, პროტოკოლის გენერალური დირექტორი ანეტ ვარგა, უნგრეთის ელჩი ანკარაში ვიქტორ მატისი და თურქეთის ელჩი ბუდაპეშტში გულშენ კარანის ექშიოღლუ.

ბუდაპეშტში ვიზიტისას ერდოღანს თან ახლდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი ოსმან აშქინ ბაქი, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრი მეჰმედ ფათიჰ კაჯირი, ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლატი, პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი ფაჰრეთინ ალთუნი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი ელჩი ჩაღათაი ქილიჩი და რამდენიმე ოფიციალური პირი.

ერდოღანი ორმხრივი შეხვედრისთვის კარმელიტას მონასტერში გაემგზავრა, სადაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ოფისია განთავსებული.

დელეგაციების შეხვედრებს პრეზიდენტი ერდოღანი და ორბანი უძღვებოდნენ.

ბუდაპეშტში, კარმელიტას მონასტერში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი მოგვიანებით ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში მყოფ უზბეკ კოლეგას შავქათ მირზიოევს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული და გლობალური მოვლენები, ასევე თურქეთსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობები.

პრეზიდენტი ერდოღანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ასევე შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს და მის დელეგაციას.

შეხვედრაზე თურქეთ-სერბეთის ურთიერთობები და რეგიონული საკითხები განიხილეს.


საკვანძო სიტყვები: #უნგრეთი , #პრეზიდენტი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები