პრეზიდენტი ერდოღანი: „ინფლაციას ერთნიშნა ციფრამდე დავიყვანთ“

პრეზიდენტი ერდოღანი: „ინფლაციას ერთნიშნა ციფრამდე დავიყვანთ“

2021408
პრეზიდენტი ერდოღანი: „ინფლაციას ერთნიშნა ციფრამდე დავიყვანთ“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „ბოლო 21 წლის საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 15 პროცენტზე დაბალია. ეკონომიკაში არსებული პრობლემები დროებითია. რაც უნდა გავაკეთოთ ამ კრიტიკულ პერიოდში არის ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ერის საერთო ინტერესები და ჩვენი შვილების მომავალი, რომელიც მცირე მოლოდინებსა და საზრუნავებზე წინ უნდა დავაყენოთ“.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს ასევე აღნიშნა: „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ბოლომდე გავხსნათ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა. ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, გვაქვს ენერგია და რწმენა, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. როგორც სახელმწიფოს საკმარისზე მეტი ინფრასტრუქტურა და პოტენციალი გვაქვს. საუკუნეების შემდეგ თურქეთს მიეცა შესაძლებლობა ასულიყო მსოფლიო სისტემის უმაღლეს ლიგაში. ჩვენ ვნახეთ ბინძური ხაფანგების უამრავი მაგალითი ბოლო 10 წლის განმავლობაში, გეზის მოვლენებიდან 15 ივლისამდე ბევრ ხაფანგს გადავურჩით.“



მსგავსი ინფორმაციები