მინისტრ ფიდანის მასპინძლობით „თურქეთის საუკუნე“ სახელწოდების პანელი გაიმართა

მინისტრ ფიდანის მასპინძლობით „თურქეთის საუკუნე“ სახელწოდების პანელი გაიმართა

2021409
მინისტრ ფიდანის მასპინძლობით „თურქეთის საუკუნე“ სახელწოდების პანელი გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაქან ფიდანის მასპინძლობით ანკარაში, „ეკონომიკის, ვაჭრობის, ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის თურქეთის საუკუნე“ სახელწოდების პანელი გაიმართა.

დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ელჩების მე-14 კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიის შემდეგ მინისტრ ფიდანის მიერ გამართულ პანელს ესწრებოდნენ ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშექი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი, ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლათი და მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრი მეჰმედ ფათიჰ ქაჯირი.

პანელზე ყოვლისმომცველი მოსაზრებები გაცვალეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გლობალური ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, თურქეთის საგარეო სავაჭრო ურთიერთობები, გლობალური ვაჭრობის მდგომარეობა, ეროვნული ტექნოლოგიების მოძრაობა და მიწოდების ჯაჭვების მდგომარეობა.

პანელზე ასევე განხილულ იქნა, თუ როგორ შეუძლიათ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზაციას, რომელსაც აქვს მსოფლიოში ხუთი უმსხვილესი დიპლომატიური ქსელიდან ერთ-ერთი, და შესაბამის სამინისტროებს როგორ შეუძლიათ გაზარდონ კოორდინაცია ამ სფეროებში.



მსგავსი ინფორმაციები