თურქეთს ახალი გენერალური შტაბის უფროსი ჰყავს

პრეზიდენტმა ერდოღანმა უმაღლესი სამხედრო საბჭოს (YAŞ) გადაწყვეტილებები დაამტკიცა

2020017
თურქეთს ახალი გენერალური შტაბის უფროსი ჰყავს

თურქეთის ახალი გენერალური შტაბის უფროსად, მე-2 არმიის მეთაური გენერალი მეთინ გურაქი გაინიშნა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ გამართული, უმაღლესი სამხედრო საბჭოს (YAŞ) გადაწყვეტილებები დაამტკიცა.

მეორეს მხრივ, გუშინდელი უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომაზე ასევე გაირკვა სხვა სამხედრო მაღალჩინოსნების ვინაობაც. ასე, რომ გენერალური შტაბის მე-2 უფროსად, გენერალი სელჩუკ ბაირაქტაროღლუ, ხოლო საჰაერო ძალების სარდლად, გენერალი ზია ჯემალ ქადიოღლუ დაინიშნა.

YAŞ-ის გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში შევა 2023 წლის 30 აგვისტოდან 32 გენერალ და ადმირალს უფრო მაღალი წოდებები, ხოლო 63 პოლკოვნიკი გენერლად და ადმირალად დაინიშნა.



მსგავსი ინფორმაციები