თურქეთმა პაკისტანში განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო

თურქეთმა პაკისტანში განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო

2017895
თურქეთმა პაკისტანში განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო

თურქეთმა, პაკისტანში ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, პარტია ჯამიათ ულემა-ე-ისლამ-ფაზლის (JUI-F) შეხვედრაზე მომხდარი ბომბიანი თავდასხმა მკაცრად დაგმო.

საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ღრმა მწუხარებით შეიტყვეს, რომ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა აფეთქებას, რომელიც მოხდა მოძმე პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში პოლიტიკური პარტიის მიტინგის დროს. ამ ტერორისტულ აქტს უმკაცრესად ვგმობთ და ვუსამძიმრებთ თავდასხმის შედეგად დაღუპულებს და მათ ახლობლებს, მთავრობას და ხალხს. თურქეთი გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლაში მეგობარ და მოძმე პაკისტანის გვერდში დგომას“.

შეგახსენებთ, რომ ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, პოლიტიკური პარტია ჯამიათ ულემა-ე-ისლამ-ფაზლის მხარდამჭერების შეხვედრაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულების რიცხვი კი 200-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები