პრეზიდენტ ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პუტინთან

პრეზიდენტ ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პუტინთან

2003986
პრეზიდენტ ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პუტინთან

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მხარდაჭერა გამოუცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის სასახლის (კრემლის) მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პუტინთან.

საუბრის დროს პუტინმა პრეზიდენტ ერდოღანს მიაწოდა ინფორმაცია ვაგნერის ჯგუფის მიერ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მცდელობასთან დაკავშირებით მის ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.

ერდოღანმა გამოხატა სრული მხარდაჭერა პუტინის მიმართ.

პრეზიდენტი ერდოღანის გარდა, პუტინი ტელეფონით ცალ-ცალკე ესაუბრა ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ ჯომერტ ტოყაევს და უზბეკეთის პრეზიდენტ შევქეთ მირზიოევს და მის ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ვაგნერის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსული არმია მათ ბანაკზე თავდასხმაში და თქვა, რომ საპასუხოდ ზომები მიიღეს.

ამის შემდეგ ფსბ-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე „შეიარაღებული აჯანყების“ ბრალდებით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ბრალდებები, რომ ვაგნერის ბანაკებს თავს დაესხნენ.



მსგავსი ინფორმაციები