პრეზიდენტმა ერდოღანმა შაჰბაზ შარიფს მიუსამძიმრა

პრეზიდენტმა ერდოღანმა შაჰბაზ შარიფს მიუსამძიმრა

2002252
პრეზიდენტმა ერდოღანმა შაჰბაზ შარიფს მიუსამძიმრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფს მიგრანტების გემის კატასტროფის შედეგად დაღუპულების გამო სამძიმარი გამოუცხადა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, ერდოღანმა შერიფთან სატელეფონო საუბარი გამართა.

სატელეფონო საუბრის დროს, ერდოღანმა სამძიმარი გამოუცხადა პაკისტანის მოქალაქეებს, რომლებიც საბერძნეთის სანაპიროებთან მიგრანტთა გემის კატასტროფას შეეწირნენ.

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს, საბერძნეთის სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვისას 81 არალეგალური მიგრანტი დაიღუპა და 104 ადამიანი გადაარჩინეს.

დაღუპულებს შორის იყვნენ სირიის, ეგვიპტის, პაკისტანისა და პალესტინის მოქალაქეები.



მსგავსი ინფორმაციები