MİT-ის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი გახდა

MİT-ის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი გახდა

1995671
MİT-ის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი გახდა

თურქეთის რესპუბლიკის სადაზვერვო სამსახურის (MİT) ხელმძღვანელად იბრაჰიმ ქალინი დაინიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურ მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციების დირექტორატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელად ბატონი იბრაჰიმ ქალინი დანიშნა“.

იბრაჰიმ ქალინა კი, მის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით პირველი შეფასება გააკეთა და პრეზიდენტ ერდოღანს მადლობა გადაუხადა. ქალინმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის სამსახურში მუშაობას მთელი ძალით გააგრძელებს.



მსგავსი ინფორმაციები