პრეზიდენტ ერდოღანის სამძიმარი ინდოეთს

პრეზიდენტ ერდოღანის სამძიმარი ინდოეთს

1995126
პრეზიდენტ ერდოღანის სამძიმარი ინდოეთს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ინდოეთის ოდიშის შტატის ქალაქ ბალასორში ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულების გამო ქვეყნის ხალხს და მთავრობას სამძიმარი გამოუცხადა.

პრეზიდენტმა რედოღანმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ სამძიმრის წერილში აღნიშნა: „ინდოეთის ოდიშის შტატში მატარებლის ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ინდოეთის ხალხს და მთავრობას ჩემი და ჩემი ერის სახელით ვუსამძიმრებ, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. როგორც თურქეთი, ჩვენ ინდოეთის გვერდით ვდგავართ ჭრილობების მოსაშუშებლად“.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთში, სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასზე მეტი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები