ტოკაევმა პრეზიდენტ ერდოღანს მიულოცა

ტოკაევმა პრეზიდენტ ერდოღანს მიულოცა

1986831
ტოკაევმა პრეზიდენტ ერდოღანს მიულოცა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჯომართ ტოკაევმა, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს 14 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული ხმები მიულოცა.

ყაზახეთის პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი ტოკაევი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტოკაევმა ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში და 28-ე მოწვევის საპარლამენტო არჩევნებში სახალხო ალიანსის მიერ მიღებული ხმები მიულოცა.

თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის დროს, ლიდერებმა ასევე განიხილეს ორ მოძმე ქვეყანას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები.



მსგავსი ინფორმაციები