ერდოღანი: „თურქეთმა აჩვენა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში“

თურქეთში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

1986829
ერდოღანი: „თურქეთმა აჩვენა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში“

 

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: „თურქეთმა არჩევნებზე გამოვლენილი ნებით აჩვენა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე დემოკრატიული კულტურის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში.“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 14 მაისს გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით შეფასებები გააკეთა.

„14 მაისის არჩევნები, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქტივობის არჩევნები იყო ჩვენს ისტორიაში,  რომელიც დემოკრატიის შესაფერის სადღესასწაულო ატმოსფეროში ჩატარდა, ჩვენი საყვარელი ერის სიმტკიცითა და წინდახედულებით. ჩვენმა ერმა მიუხედავად უცხოური ჟურნალების გარეკანებზე გამოქვეყნებული ქვესათაურების თუ სხვა ფაქტორებისა, მტკიცედ დააფიქსირა თავისი სურვილი და ნება. შედეგის მიუხედავად, 14 მაისის არჩევნებში გაიმარჯვა თურქეთის დემოკრატიამ და თურქულმა ერმა, 85 მილიონი ადამიანით“, აცხადებს პრეზიდენტი ერდოღანი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, შეგახსენებთ, რომ 14 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, 28 მაისს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელმაც ხმების 49,51 პროცენტი მიიღო და მისი კონკურენტი, ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომელმაც ხმების - 44,88% მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები