დღეს თურქეთში არჩევნებია

მოსახლეობა აირჩევს 5 წლის ვადით პრეზიდენტს და პარლამენტის ახალ წევრებს

1986014
დღეს თურქეთში არჩევნებია

დღეს თურქეთში არჩევნებია

თურქეთში დღეს 08:00 საათზე დაიწყო არჩევნები, რომელზეც მოსახლეობა აირჩევს 5 წლის ვადით პრეზიდენტს და პარლამენტის ახალ წევრებს.

საპრეზიდენტო და 28-ე მოწვევის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 973 რაიონში, 1094 რაიონულ საარჩევნო საბჭოში 191 ათასზე მეტი საარჩევნო ყუთი დაიდგა.

დღეს ქვეყანაში ხმას 60 მილიონ 697 ათას 843 ამომრჩეველი მისცემს და მათგან პირველად 4 მილიონ 904 ათას 672-ი. პატიმრობაში მყოფი გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულში მსჯავრდებულთა რაოდენობა, რომელთაც ხმის მიცემის უფლება აქვთ,  53 172-ს შეადგენს.

ხმის მიცემა თურქეთის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათზე დასრულდება. თუმცა 17:00 საათზე თუ მომლოდინე ამომრჩევლები იქნებიან საარჩევნო ყუთთან ხმის მისაცემად, კომისიის ხელმძღვანელის მიერ მათი დათვლის შემდეგ ისინი რიგრიგობით შესძლებენ ხმის მიცემას.

საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენზე კენჭისყრით განსაზღვრული რიგის მიხედვით გამოსახულია რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მუჰარემ ინჯე, ქემალ ქილიჩდაროღლუ და სინან ოღანის სახელები. თუმცა, ერთ-ერთმა კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ განაცხადა, რომ მან 11 მაისს კანდიდატურა მოხსნა. იმის გამო, რომ საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვა და გავრცელება დასრულებული იყო, ინჯეს სახელი ბიულეტენებში დარჩა.

28-ე მოწვევის პარლამენტის წევრების ასარჩევად გამართულ საპარლამენტო არჩევნებში თურქეთის მასშტაბით 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი იღებს მონაწილეობას.

ზოგიერთი პოლიტიკური პარტია არჩევნებში 5 სხვადასხვა ალიანსით ღებს მონაწილეობას.

ამ ფარგლებში პარტიები „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ ანუ AKP, MHP (ეროვნული მოძრაობის პარტია), BBP (დიდი ერთიანობის პარტია) და  Yeniden Refah (ისევ კეთილდღეობა) არჩევნებში "სახალხო ალიანსის" სახელით მონაწილეობენ.

"ეროვნულ ალიანსში" კი შედის CHP ნუ „რესპუბლიკური სახალხო პარტია“, პარტია İYİ, ასევე პარტიები Saadet (კეთილდღეობა), Gelecek (მომავალი), Demokrasi ve Atılım (დემოკრატია და პროგრესი) და Demokrat (დემოკრატიული).

Yeşil Sol Parti (მწვანეთა მემარცხენე პარტია) და Türkiye İşçi Partisi  (TIP) (თურქეთის მუშათა პარტია) „შრომისა და თავისუფლების ალიანსის“ სახელით იღებენ არჩევნებში მონაწილოებას. არჩევნებში Yeşil Sol Parti-ს სიებით მონაწილეობს ასევე HDP (ხალხთა დემოკრატიული პარტია), რომლის დახურვის მოთხოვნით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

არჩევნებში პარტიები Zafer (გამარჯვების პარტია) და Adalet (სამართლიანობის პარტია) ალიანსის "ათა"-ს სახელით მონაწილეობენ, ხოლო Türkiye Komünist Partisi (თურქეთის კომუნისტური პარტია) და Türkiye Komünist Hareketi ve Sol Parti (თურქეთის კომუნისტური მოძრაობა და მემარცხენე პარტია)  „სოციალისტური ძალების კავშირის ალიანსის" სახელით მონაწილეობენ.

თუ პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ვერცერთი მოიპოვებს აბსოლუტურ უმრავლესობას, არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები