საზღვარგარეთ ხმის მიცემა იწყება

საზღვარგარეთ ხმის მიცემა იწყება

1979901
საზღვარგარეთ ხმის მიცემა იწყება

თურქეთში 14 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო და 28-ე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების  ხმის მიცემის პროცედურა საზღვარგარეთ დღეს იწყება.

საზღვარგარეთ 3 მილიონზე მეტ რეგისტრირებულ ამომრჩეველს 73 ქვეყანაში და 47 საბაჟო პუნქტში დადგმულ საარჩევნო ყუთებში ხმის მიცემა შეეძლება.

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკაში (ჩკთრ), სადაც 3 ცენტრი შეიქმნა, ამომრჩეველს ხმის მიცემა 27 აპრილიდან (დღეიდან) შეეძლებათ.

გერმანიაში, სადაც 1,5 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, დღეიდან ამომრჩეველს 26 პუნქტზე შეეძლება ხმის მიცემა.

სხვა ქვეყნები, სადაც დღეიდან შეეძლებათ ხმის იცემა, არის დანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და ავსტრია.

საბერძნეთში, ინგლისში, ბელგიაში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის პროცედურა 29 აპრილს დაიწყება.

ამომრჩევლებს ხმის მიცემა 3 მაისიდან შეეძლება იტალიასა და ისრაელში, 4 მაისიდან ყაზახეთში და 5 მაისიდან უკრაინაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ერაყსა და ჩინეთში.

თავის მხრივ, რეგისტრირებული თურქი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც არჩევნების დღეს საზღვარგარეთ იმყოფებიან, საარჩევნო ყუთები 47 საბაჟო პუნქტზე გაიხსნება.



მსგავსი ინფორმაციები