სუდანიდან ევაკუირებული მოქალაქეების პირველი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდნენ

სუდანიდან ევაკუირებული მოქალაქეების პირველი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდნენ

1979411
სუდანიდან ევაკუირებული მოქალაქეების პირველი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდნენ

15 აპრილიდან მოყოლებული სუდანში, არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს  შორის დაწყებული შეტაკების გამო ქვეყნიდან ევაკუირებულ თურქეთის 189 მოქალაქეს სტამბულის აეროპორტში ყვავილებით დახვდნენ.

თურქეთის ავიახაზების (THY) თვითმფრინავი, რომელიც ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებადან საღამოს საათებში აფრინდა, ბორტზე 189 მგზავრით, თურქეთის დროით 01.10 საათზე სტამბულის აეროპორტში დაეშვა.

ევაკუირებულებიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ, ნაჯი აქგუნმა თქვა, რომ სუდანში ავეჯის ბიზნესს ეწეოდა და ომი რომ დაიწყო, ყველაფერი დატოვეს და დაბრუნდნენ.

მან მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს ყველა იმ მოხელეებს, რომლებიც დაეხმარნენ მათ ქვეყნიდან ევაკუაციაში, აქგუნმა თქვა: „პირობები იყო მკაცრი. ყველა ქვეყანას სურდა ერთდროულად განეხორციელებინა თავისი მოქალაქეების ევაკუაცია. დაე, ალლაჰი იყოს კმაყოფილი ჩვენი ქვეყნის, მათ ყველაფერი გააკეთეს. ჩვენ ვართ პირველი კოლონა ვინც სამშობლოში დაბრუნდა. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. მადლობას ვუხდით თურქეთის საელჩოებს სუდანში, ეთიოპიაში“.



მსგავსი ინფორმაციები