ეროვნული თავდაცვის სამინისტრო „ოთხმხრივ შეხვედრასთან“ დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს

ეროვნული თავდაცვის სამინისტრო „ოთხმხრივ შეხვედრასთან“ დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს

1979414
ეროვნული თავდაცვის სამინისტრო „ოთხმხრივ შეხვედრასთან“ დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს

თურქეთის, რუსეთის, სირიისა და ირანის თავდაცვის მინისტრების და დაზვერვის ხელმძღვანელების მონაწილეობით მოსკოვში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრასთან დაკავშრებით, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეხვედრამ კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა და ხაზი გაესვა მისი გაგრძელების მნიშვნელობას.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „შეხვედრაზე განხილულ იქნა სირიაში უსაფრთხოების სიტუაციის გაძლიერება, კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას თურქეთ-სირიის ურთიერთობების ნორმალიზაციის სფეროში, სირიაში ტერორისტული ორგანიზაციებისა და ექსტრემისტული დაჯგუფებების ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა და სირიელი ლტოლვილების თავიანთ მიწებზე დაბრუნების მცდელობების გაძლიერება. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ პატივს სცემენ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრა, რომელიც ჩატარდა კონსტრუქციულ ატმოსფეროში, ხაზი გაესვა მისი გაგრძელების მნიშვნელობას სირიაში და მთლიანად რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.

ცნობისათვის, გუშინ მოსკოვში გამართულ შეხვედრას, ესწრებოდნენ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, ეროვნული დაზვერვის სამსახურის (MİT) ხელმძღვანელი, ჰაქან ფიდანი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, სირიის თავდაცვის მინისტრი გენერალ-ლეიტენანტი ალი მაჰმუდ აბასი და ირანის თავდაცვის მინისტრი ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა აშტიანი, ასევე ოთხივე ქვეყნის დაზვერვის ხელმძღვანელები.



მსგავსი ინფორმაციები