მუსტაფა შენთოფმა კვიპროსის ბერძნული მხარის წარმომადგენელი მკაცრად გააკრიტიკა

მუსტაფა შენთოფმა კვიპროსის ბერძნული მხარის წარმომადგენელი მკაცრად გააკრიტიკა

1979084
მუსტაფა შენთოფმა კვიპროსის ბერძნული მხარის წარმომადგენელი მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე მუსტაფა შენთოფმა, კვიპროსის ბერძნული მხარის წარმომადგენლის თურქეთის წინააღმდეგ კრიტიკას მწვავედ გამოეხმაურა. შენთოფმა თქვა: „თურქეთი, რომელიც იყენებს თავის უფლებებს, როგორც გარანტორი ქვეყანას ციურიხისა და ლონდონის შეთანხმებებში, რომლებმაც დააარსეს 1959 წელს კვიპროსის რესპუბლიკა, იქ ჩავიდა თავისი თანამემამულეების ხოცვა-ჟლეტისგან დასაცავად და კუნძულზე მშვიდობა და უსაფრთხოება დაამყარა“.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფი ევროკავშირის პარლამენტის თავმჯდომარეების სამიტზე კვიპროსის ბერძნული მხარის პარლამენტის თავმჯდომარის დიმიტრიუსის, თურქეთის მიმართ  სიტყვებს გამოეხმაურა.

შენთოფმა თქვა, რომ დიმიტრიუსმა უსაფუძვლო და უკანონო ბრალდებები წაუყენა თურქეთს და 1974 წელს თურქეთის მხრიდან კვიპროსში განხორციელებული სამშვიდობო ოპერაცია, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას შეადარა. შენთოფმა თქვა, რომ თურქეთი, კვიპროსში ჩავიდა, რათა დაეცვა თავისი თანამემამულეები ხოცვა-ჟლეტისგან რა, ეს გააკეთა 1959 წლის ციურიხისა და ლონდონის შეთანხმებების ფარგლებში.

„დღეს ბევრი კვიპროსელი ბერძენი აცხადებს, რომ ხოცვა-ჟლეტა და გენოციდი, რომელსაც თურქები 1974 წლამდე ექვემდებარებოდნენ, არასწორი იყო. შემდგომ პროცესში, თურქეთმა და კვიპროსელმა თურქებმაც აცნობეს თანამოსაუბრეებს, რომ მზად არიან საკითხის სამართლიანი გადაწყვეტისთვის. 2004 წელს გაეროს ეგიდით ჩატარებულ რეფერენდუმში ჩანდა, რომ კვიპროსელმა თურქებმა მოიწონეს გამოსავალი, კვიპროსის ბერძნულმა მხარემ უარყო ორი თემის მშვიდობისა და თანაარსებობის სურვილი. სხვათა შორის, მინდა გამოვხატო, რომ ევროკავშირმა არ შეასრულა კვიპროსელების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, ის, რომ ეს ბრალდებები აქ ჯერ კიდევ განიხილება, არის ის, რომ ევროკავშირის შეხვედრები ასეთი არარეალური მიდგომებით იმართება. ეს კი ხელს უშლის პროცესის სამართლიანად წარმართვას“, განაცხადა მუსტაფა შენთოფმა.



მსგავსი ინფორმაციები