TCG Anadolu-ს გემი საზღვაო ძალებისთვის გადასაცემად მზად არის

TCG Anadolu-ს გემი საზღვაო ძალებისთვის გადასაცემად მზად არის

1972088
TCG Anadolu-ს გემი საზღვაო ძალებისთვის გადასაცემად მზად არის
tcg anadolu.jpg
tcg anadolu1.jpg

მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საბრძოლო ხომალდი და თურქეთის ყველაზე დიდი საბრძოლო ავიამზიდი TCG Anadolu მოვალეობის შესასრულებლად მზად არის.

TCG Anadolu, რომელიც იქნება თურქეთის საზღვაო ძალების ფლაგმანი, ოფიციალურად გადაცემის ცერემონიალი დღეს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიმართება.

თურქეთის საზღვაო ფლოტის თვალის ჩინი და უდიდესი ხომალდი მოვალეობის შესრულებას ე.წ. „ლურჯ სამშობლოში“ 9000 მილის მანძილით დაიწყებს.

თავის მხრივ, ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 36 თვის განმავლობაში აშენდება კიდევ 3 ეროვნული ფრეგატი, რაც გააძლიერებს თურქეთის ძალაუფლებას ლურჯ სამშობლოში.

ცნობისათვის, 231 მეტრი სიგრძის და 32 მეტრი სიგანის, TCG Anadolu-ს ავიამზიდზე შეიძლება განთავსდეს 10 ვერტმფრენი ან 11 შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი (SİHA), ხოლო ანგარში 19 შვეულმფრენი ან 30 SİHA. გემი 1223 პერსონალს უმასპინძლებს.

ამ მასშტაბის გემები მსოფლიოში მხოლოდ 12 ქვეყანას გააჩნია.



მსგავსი ინფორმაციები