პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთა

1970942
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს, დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთა.

„იქნება თუ არა ახალი სასიხარულო ინფორმაცია ენერგეტიკაში? კითხვაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა ასეთი პასუხი გასცა: „შავი ზღვის გაზი ექსპლუატაციაში  20 აპრილს შევა. 20 აპრილს ავანთებთ შავი ზღვის გაზის ცეცხლს ფილიოსში, შემდეგ კი ამ გაზს მთელს თურქეთში გამოვიყენებთ. ჩვენი მხრიდან უცხო ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით მუშაობა დაიწყო შავი ზღვის გაზით და იგი სამომავლოდ ტალღისებურად გაგრძელდება სხვა სფეროებში.“

პრეზიდენტმა ერდოღანმა ინტერვიუს დროს, ისრაელის ძალების მხრიდან ალ-აქსას მეჩეთზე თავდასხმაც შეაფასა და აღნიშნა: „მსგავსი თავდასხმა მიუღებელია. ეს ფაქტი დავგმეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით. მე ასევე ვგმობ ამას ჩემს გამოსვლებში. უსაფრთხოების არანაირი შეშფოთება არ შეიძლება იყოს ასეთი არაადამიანური ჩარევის მიზეზი. ჩარევები და მუქარა ისტორიული სტატუსისა და სულიერების წინააღმდეგ. ალ-აქსა და პალესტინელების რწმენისა და ცხოვრების თავისუფლება აბსოლუტურად უტყუარია. უნდა დასრულდეს ამდაგვარი ქმედებები. ისრაელმა აუცილებლად უნდა შეწყვიტოს ის ნაბიჯები, რომლებიც გაზრდის დაძაბულობას. მსგავსი თავდასხმები ხდება, განსაკუთრებით სინაგოგებზე? არა, იმიტომ რომ ჩვენ მათ წმინდად ვხედავთ. ჩვენ ნებისმიერ მდგომარეობაში ვართ და ვიქნებით პალესტინელი ძმების გვედრით და დავიცავთ წმინდანებს. ეს უნდა იცოდეს ისრაელმა“.  



მსგავსი ინფორმაციები