იბრაჰიმ ქალინმა კონგრესში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

იბრაჰიმ ქალინმა კონგრესში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

1960554
იბრაჰიმ ქალინმა კონგრესში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

პრეზიდენტის პრესსპიკერი, ელჩი იბრაჰიმ ქალინი, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში ვიზიტის ბოლო დღეს კონგრესში სენატორთა ერთ ჯგუფს შეხვდა.

შეხვედრაზე, თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე იქნა ყურადღება გამახვილებული.

ქალინის, აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე ასევე განიხილეს ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობა, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესები, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა, თურქეთის როლი მარცვლეულის გადაზიდვის შეთანხმების გაგრძელებაში და სხვა რეგიონული საკითხები.

იბრაჰიმ ქალინი ვიზიტის ფარგლებში, სენატორ ლინდსი გრეჰემსაც შეხვდა, რომელიც იუსტიციის კომიტეტის უფროს წევრს წარმოადგენს. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, ასევე თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შემდგომი აღდგენის პროცესი და თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობისთვის დაბრკოლებების მოხსნა.



მსგავსი ინფორმაციები