პრეზიდენტის პრესსპიკერი, იბრაჰიმ ქალინი, აშშ-ში იმყოფება

პრეზიდენტის პრესსპიკერი, იბრაჰიმ ქალინი, აშშ-ში იმყოფება

1959475
პრეზიდენტის პრესსპიკერი, იბრაჰიმ ქალინი, აშშ-ში იმყოფება

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევები, ენერგეტიკიდან მიგრაციამდე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლიდან უკრაინის ომამდე, უკვე ერთმანეთშია გადახლართულია და ამიტომ საჭიროა უფრო ფართო გეოპოლიტიკური სტრატეგიული დიალოგი თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

პრესსპიკერი ქალინი დაესწრო აშშ-თურქეთის ბიზნეს ფორუმს, რომელიც გაიმართა აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში სავაჭრო პალატაში.

თავის გამოსვლაში ქალინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 6 თებერვალს მომხდარი ქაჰრამანმარაშის მიწისძვრები იყო ყველაზე ცუდი თურქეთის ისტორიაში და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თანამედროვე ისტორიაში.

ქალინის თქმით, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დადო პირობა რომ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის ერთ წელიწადში 200 ათას სახლს ააშენებს.

ქალინმა დასძინა, რომ მეორეს მხრივ, ძალიან კარგია არჩევნების დროულად, უახლესი ისტორიის ყველაზე საშინელი სტიქიიდან სულ რაღაც სამი თვის შემდეგ, ჩატარება და თქვა: „არ მგონია, რომ რომელიმე ქვეყანამ ასეთ კატასტროფიდან მალე გაბედოს არჩევნების ჩატარება“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთმა და ფინეთმა უნდა გადადგას ნაბიჯები თურქეთის უსაფრთხოების შეშფოთების საკითხების გადასაჭრელად და თქვა, რომ „სრულიად არაგონივრულია, მიუღებელია და უნაყოფოა“ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებისა და მოდერნიზაციის ამ პროცესთან დაკავშირება“.

მისივე თქმით, თურქეთი რეგიონში მთავარი მოთამაშეა ენერგო მილსადენებიდან დაწყებული განვიტარებული მოვლენებით დამთავრებული და თურქეთი, როგორც შეუცვლელი ქვეყანა, უნდა იყოს გათვალისწინებული რეგიონის ყველა პროექტში.

ქალინმა აღნიშნა, რომ მათი მოლოდინია ორი ქვეყნის გეოლოპოლიტიკური ინტერესებისა და იმავდროულად ნატოში ურთიერთობების სტრატეგიული მნიშვნელობოს გამო ამერიკის კონგრესის წევრების თურქეთში უფრო მეტ ვიზიტს და აშშ-ს ბიზნეს სამყაროს მოუწოდა გაზარდოს ვაჭრობის მოცულობა ორ ქვეყანას შორის.

მან თქვა: „თურქეთში ბიზნეს სამყაროსთვის მეგობრული გარემოა და ყველა, ვინც ინვესტიციას ახორციელებს, ყოველთვის რაღაცას იღებს“.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #იბრაჰიმ ქალინი , #პრესს

მსგავსი ინფორმაციები