იბრაჰიმ ქალინმა ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა

იბრაჰიმ ქალინმა ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა

1957534
იბრაჰიმ ქალინმა ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ თუ ფინეთს და შვედეთს ნატოში გაწევრიანების ნამდვილი სურვილი აქვთ, უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან.

იბრაჰიმ ქალინმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში განცხადებები გააკეთა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ თურქეთ-შვედეთ-ფინეთის ერთობლივი მექანიზმის შეხვედრა ზოგადად პოზიტიურ ატმოსფეროში ჩაიარა.

მან, ზემოთ აღნიშნული ქვეყნების ნატოში გაწევრიანების სურვილზეც ისაუბრა და თქვა: „ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. თურქეთის მხრიდან მათი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება ან პროცესის გაწელვა არ მომხდარა. არამედ, დამოკიდებულია ამ ქვეყნების გადასადგმელ ნაბიჯებზე“.

ცნობისათვის, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო, შვედეთმა და ფინეთმა გვერდით გადადო ნეიტრალიტეტის დიდი ხნის პოლიტიკა და ნატოში გაწევრიანება მოითხოვეს.

თავის მხრივ, გასული წლის 28 ივნისს, მადრიდში, ნატოს სამიტზე შვედეთის და ფინეთის მხრიდან ალიანსში გაწევრიანების სურვილს ანკარამ ვეტო დაადო. მიზეზი, ამ ქვეყნების მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციებზე ღია მხარდაჭერა გახლდათ.



მსგავსი ინფორმაციები