თურქეთში 9 ქვეყნის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს
თურქეთში 9 ქვეყნის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს
საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს იმ 9 ქვეყნის ანკარის ელჩები, რომლებმაც თითქოს და თურქეთში ტერორისტული აქტების საფრთხის საბაბით თავიანთი საკონსულოების მუშაობა შეაჩერეს.
დიპლომატიური წყაროების ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს აშშ-ს, ნიდერლანდების, შვეიცარიის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთისა და იტალიის ელჩები, რომლებმაც შეაჩერეს თავიანთი საკონსულოების მუშაობა თითქოს და ტერორისტული აქტების საფრთხის გამო.
სამინისტროში ელჩებს, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ანკარის მკაცრი დამოკიდებულება შეახსენებს და განუცხადეს, რომ თურქეთში ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე.
სამინისტროში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი ერთობლივი აქტივობები არ წარმოადგენს პროპორციულ და წინდახედულ მიდგომას და რომ ასეთი მიდგომები მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაციების მზაკვრულ დღის წესრიგს ემსახურება.
თურქული მხარის განცხადებით, მეგობარი და მოკავშირე ქვეყნების მოლოდინი არის თურქეთის უსაფრთხოების ქვედანაყოფებთან თანამშრომლობა.
მსგავსი ინფორმაციები
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 108 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 108 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
ჰაქან ფიდანის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი გრძელდება
ჰაქან ფიდანის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი გრძელდება