იბრაჰიმ ქალინი F-16-ების შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

იბრაჰიმ ქალინი F-16-ების შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

1940377
იბრაჰიმ ქალინი F-16-ების შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან F-16-ების შეძენასთან დაკავშირებით თითქოს და წამოყენებულ „წინაპირობას“ უპასუხა და აღნიშნა, რომ თურქეთისთვის ეს არასოდეს იქნება მისაღები.

იბრაჰიმ ქალინმა დედაქალაქ ანკარაში დღის წესრიგთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა. ქალინმა, გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს და აშშ, F-16-ების შეძენასთან დაკავშირებით თურქეთს, შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების თანხმობას სთხოვს, ასე შეაფასა: „ჩვენ ვხედავთ F-16 პროგრამას, როგორც ალტერნატივას ჩვენი საჰაერო ძალების გაზრდის მიზნით. თუ აშშ დააყენებს პირობებს და შემოვა ასეთი წინადადებით, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას ჩვენივე შესაძლებლობებით,  რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება. ჩვენ ამ საკითხთან მიმართებაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დამოკიდებულება კარგად ვიცით, ასევე ვიცით კონგრესის სურვილი, მაგრამ თუ ისინი ამას წინაპირობად წამოაყენებენ, მაგრამ ამავე დროს დადებითად უპასუხებენ საბერძნეთის მოთხოვნას F-35-ზე, ისინი აშკარად დაკარგავენ ნეიტრალურ პოზიციას ნატოს ალიანსში“.



მსგავსი ინფორმაციები