ჩავუშოღლუმ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განცხადება გააკეთა

ჩავუშოღლუმ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განცხადება გააკეთა

1939543
ჩავუშოღლუმ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განცხადება გააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, სამუშაო ვიზიტით ანკარაში მყოფ, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჟოაო გომეშ კრავინიოსთან გამართული შეხვედრის შედმეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ჩვენ, როგორც თურქეთი, არ ვართ ნატოს გაფართოების წინააღმდეგი. ჩვენი პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, ფაქტობრივად, დასტურია იმ განცხადებებისა, რაც ჩვენ გავაკეთეთ პროცესის დაწყებიდან. მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის განაცხადის პროცესი დაიწყო, ჩვენ ვამბობთ, რომ ნაკლები პრობლემა გვაქვს ფინეთთან. სამართლიანი მიდგომა იქნებოდა პრობლემური ქვეყნისა და ნაკლებად პრობლემური ქვეყნის მიმართ. თუმცა, მოითხოვეს, რომ ორი ქვეყნის გაწევრიანების პროცესი ერთად განხორციელდეს. ამ მიზეზით (გასული წლის ივნისში, ნატოს სამიტზე) ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას. მას შემდეგ ფინეთმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა, ისეთი პროვოკაციები არ ყოფილა, როგორც შვედეთში. ჩვენ არ გვაქვს კატეგორიული პრობლემები ფინეთთან და შვედეთთან. ჩვენ გვესმის მათი უსაფრთხოების პრობლემები. ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული თურქეთის შეშფოთებები, ისინი უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენი პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს ფინეთის მიმართ განსხვავებული დამოუკიდებულება. ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლიანები. ამიტომ, ჩვენი პრეზიდენტი ხაზს უსვამს ამას“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საკითთან მიმართებაში პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „შვედეთი შოკირებული იქნება, როდესაც ფინეთის შესახებ განსხვავებულ გზავნილს გავავრცელებთ, განსხვავებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“.  



მსგავსი ინფორმაციები