ფინეთმა თურქეთისათვის დაწესებული იარაღის ემბარგო გააუქმა

ფინეთმა თურქეთისათვის დაწესებული იარაღის ემბარგო გააუქმა

1938106
ფინეთმა თურქეთისათვის დაწესებული იარაღის ემბარგო გააუქმა

ფინეთმა, თურქეთისათვის დაწესებული იარაღის ემბარგო გააუქმა. ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ გააუქმა „სამხედრო ტექნიკის ექსპორტის ემბარგო თურქეთში“, რომელიც ძალაში იყო 2019 წლიდან. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ თურქეთს სამხედრო ტექნიკის ექსპორტის პირველი კომერციული ლიცენზია მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ ფინეთმა, თურქეთში იარაღის ექსპორტის ლიცენზია 2019 წლის ოქტომბერში შეაჩერა, მიზეზი კი სირიაში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაციები გახლდათ.

თავის მხრივ, იარაღის გაყიდვის ნებართვა იყო ერთ-ერთი პირობა, რომელიც თურქეთმა წამოუყენა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდასაჭერად.



მსგავსი ინფორმაციები