ნიდერლანდების ელჩი თურქეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს

ნიდერლანდების ელჩი თურქეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს

1937140
ნიდერლანდების ელჩი თურქეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს

ნიდერლანდების ელჩი თურქეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „უმკაცრესად ვგმობთ ისლამოფობიურ პირის თავდასხმას ჰააგაში (22 იანვარს), ჩვენი წმინდა წიგნის, ყურანის მიმართ. ეს საზარელი აქტი, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს წმინდა ღირებულებებს და მოიცავს სიძულვილის დანაშაულს, ამჯერად  შვედეთის შემდეგ ნიდერლანდებშიც იჩინა თავი. ეს არის მკაფიო დეკლარაცია იმისა, რომ ისლამოფობიას, დისკრიმინაციას და ქსენოფობიას ევროპაში საზღვარი არ აქვს. ეს ქმედებები პირდაპირ მიმართულია არა მხოლოდ მუსლიმების, არამედ მთელი კაცობრიობის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე, მორალურ ღირებულებებსა და სოციალურ შემწყნარებლობაზე“.

სამინისტროში ნიდერლანდების ელჩს ასევე მოუწოდეს, რომ მათმა მთავრობამ მსგავსი პროვოკაციული ქმედებების დროულად აღკვეთის მიზნით შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.



მსგავსი ინფორმაციები