თურქეთმა ყირიმელი თათრების შესახებ განცხადება გააკეთა

ყირიმში 5 თათარს 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

1931476
თურქეთმა ყირიმელი თათრების შესახებ განცხადება გააკეთა

თურქეთმა 5 ყირიმელი თათრის გათავისუფლება მოითხოვა, რომლებსაც გუშინ 13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „შეშფოთებულნი ვართ, ჩვენი ყირიმელი თათარი თანამემამულეების ჯემილ გაფაროვის, სერვეთ გაზიევის, ერფან ოსმანოვის, ალიმ კარიმოვის და სეირან მურთაზას წინაშე გამოტანილი განაჩენით, რომელიც 13 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რათა უზრუნველყოფილ იყოს ყველა ჩვენი თანამემამულის, რომლებიც ყირიმში პოლიტიკური მიზეზებით არიან დაპატიმრებული, დაუყონებლივ გათავისუფლდებიან“.



მსგავსი ინფორმაციები