პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ერაყის პრემიერ-მინისტრთან

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ერაყის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ შია ალ სუდანისთან

1930811
პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ერაყის პრემიერ-მინისტრთან

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ერაყის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ შია ალ სუდანისთან.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, საუბრის დროს თურქეთ-ერაყის ურთიერთობები და რეგიონული საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოთქვა რწმენა, რომ უახლოეს პერიოდში ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა ყველა სფეროში გაძლიერდება.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერაყის მშვიდობას, სტაბილურობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ისევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორც თურქეთისას და რომ ერაყის ტერიტორიაზე სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს არსებობის შეწყვეტა ასევე ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვისაც აუცილებელია.



მსგავსი ინფორმაციები