მუსტაფა შენთოფი სკოპიეში იმყოფება

მუსტაფა შენთოფი სკოპიეში იმყოფება

1921553
მუსტაფა შენთოფი სკოპიეში იმყოფება

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი თავჯდომარე მუსტაფა შენთოფი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ, სკოპიეში იმყოფება. მუსტაფა შენთოფმა სკოპიეში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა თავის კოლეგა ტალატ ხაფერისთან გამართა.

მუსტაფა შენთოფმა შეხვედრაზე ყურადღება, ჩრდილოეთ მაკედონიაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ FETÖ არის სერიოზული პრობლემა არა მხოლოდ თურქეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, არამედ ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც.

მუსტაფა შენთოფმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დიმიტარ კოვაჩევსკისაც შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების  მნიშვნელობაზე გაუსვა ხაზი.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე სკოპიეში ვიზიტის ფარგლებში ინტერნაციონალური მაარიფის სკოლის სკოპიეს ფილიალის გახსნის ცერემონიალსაც დაესწრო.



მსგავსი ინფორმაციები